საერთაშორისო ჯგუფ "ვიონის" წევრი, ბილაინი აგრძელებს აბონენტებისთვის მრავალფეროვანი შეთავაზებებისა და ახალი შესაძლებლობების შექმნას. კომპანია ციფრული სტრატეგიის ფარგლებში, თანამშრომლობს DCB ციფრული კონტენტის აგრეგატორთან DOT, რომელიც ციფრული კონტენტის დისტრუბუციას ევროპაში, ცენტრალურ აზიასა და ახლო აღმოსავლეთში ახორციელებს და თითქმის 1 მილიარდამდე მომხმარებელს აერთიანებს.
პარტნიორობის ფარგლებში, ბილაინის აბონენტებს შესაძლებლობა ეძლევათ ისარგებლონ სხვადასხვა ციფრული სერვისისა თუ კონტენტის მომწოდებელი მერჩანტების პროდუქტებით, მომსახურების საფასური კი მარტივად - მობულური ბალანსიდან გადაიხადონ.
ბილაინის აბონენტებისთვის სამი ახალი მომსახურება გახდა ხელმისაწვდომი:
1. Game Master - წარმოადგენს თამაშების პორტალს, სადაც ყოველდღიური გამოწერის შემთხვევაში, მომხმარებლები წვდომას მიიღებენ მობილურ თამაშებზე. მომსახურების ყოველდღიური საფასური 1 ლარს შეადგენს.
2. Health Academy - წარმოადგენს პორტალს ჯანსაღი ცხოვრების შესახებ, მისი ყოველდღიური გამოწერის შემთხვევაში მომხმარებლები მიიღებენ რჩევებს ჯანსაღი ცხოვრების, კვებისა და ვარჯიშების შესახებ, ასევე წვდომას სხვადასხვა ექსკლუზიურ ვიდეო კონტენტსა და აპლიკაციებზე. მომსახურების ყოველდღიური საფასური 2 ლარს შეადგენს.
3. MoxiGames - წარმოადგენს თამაშების პორტალს, რომელზეც მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს ითამაშოს პოპულარული მობილური თამაშები, რეკლამებისა და გადმოწერის გარეშე. მომსახურების ყოველდღიური საფასური 1 ლარს შეადგენს.
ბილაინის მიზანია მომხმარებლისთვის შექმნას დამატებითი ღირებულება და შესთავაზოს სარგებლიანი მომსახურებები. კომპანია სწრაფად ავითარებს ციფრულ ეკოსისტემას და აბონენტებს სთავაზობს თანამედროვე, ინოვაციურ ციფრულ პროდუქტებსა და მომსახურებას, რომლებიც მორგებულია მათ კომფორტსა და ინტერესებზე.