18 იანვარის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 3.0840 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0811 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში -0.29 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.5130 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.5183 ლარს შეადგენდა.შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.53 თეთრი შეადგინა.
გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.2279 ლარს შეადგენს, ხოლო გაუფასურდა ფუნტი და 4.1992 ლარი ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 19 იანვარიდან შევა ძალაში.