მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი (WEF), რომელიც შვეიცარიის საკურორტო ქალაქ დავოსში 2022 წლის 17-21 იანვარს უნდა გამართულიყო, ომიკრონი შტამით გამოწვეული მზარდი შეშფოთების ფონზე, ზაფხულამდე გადაიდო. იტყობინება ფორუმის ადმინისტრაცია.
"კორონავირუსის პანდემიის ამჟამინდელ პირობებში უკიდურესად რთულია გლობალური ღონისძიებების პირისპირ ჩატარება", - ნათქვამია განცხადებაში.
WEF-ის გზავნილში აღნიშნულია, რომ 2022 წლის იანვარში, პირისპირ შეხვედრის ნაცვლად, გაიმართება ონლაინ სესიების სერია, რომლის მონაწილეები ყურადღებას გაამახვილებენ "ყველაზე აქტუალური გლობალური პრობლემების გადაწყვეტის გზებზე".
ტრადიციულად, ეკონომიკური ფორუმი შვეიცარიის საკურორტო ქალაქ დავოსში ყოველწლიურად იანვრის თვეში იმართება.