პაატა ბურჭულაძემ შიმშილობა სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში დაიწყო. მისი მოთხოვნა
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანაა.
ბურჭულაძე საქართველოში არ იმყოფებოდა, თუმცა დღეს დაბრუნდა და შიმშილობაც ჩამოსვლისთანავე დაიწყო.
"გარდა იმისა, რომ არ გადაჰყავთ მიხეილ სააკაშვილი მულტიფუნქციურ კლინიკაში, გარდა მაგისა, კიდევ გამოაქვეყნეს სამარცხვინო კადრები, შეგვარცხვინა მთელი საქართველო, ამიტომაც მე ჩამოვედი. მე მინდა ჩემი მოკრძალებული პროტესტი გამოვთქვა და დღეიდან დავიწყო შიმშილობა, შევუერთდები მე ჩემებურად, მე არ მინდა მონაწილე ვიყო ჩემი პრეზიდენტის გარდაცვალების, თუ ჩვენ დავკარგეთ სააკაშვილი, ჩვენ დავკარგავთ საქართველოს, დავკარგავთ მკაფიო და ნათელ წარსულს, რომელიც ჩვენ გვქონდა", - თქვა პაატა ბურჭულაძემ.