საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში საკუთარი ხმა უკვე დააფიქსირა.
პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ ქვეყანაში პოლარიზაცია დასრულდება, რადგან ამით მხოლოდ ჩვენი მეზობელი ხეირობს.
"მე მგონი საჭიროა, რომ ჩვენც და თქვენც ყველამ ვისწავლოთ ერთიანობა, სიწყნარე და სიმშვიდე – ამას მივეცი ხმა. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, ის პოლარიზაცია, რაც წინასაარჩევნო პროცესში იყო, დასრულდება, რადგან ამ ქვეყნისთვის უნდა დასრულდეს და თუ არა, ამით ხეირობს ჩვენი მეზობელი", - განაცხადა პრეზიდენტმა.