საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რეალურად უკრაინაში, კურორტ ტრუსკავეცში იმყოფება - ამის შესახებ ტელეკომპანია "რუსთავი 2" იუწყება.
მათი ინფორმაციით, სააკაშვილი ბოლო 4 დღეა კურორტ ტრუსკავეცში იმყოფება.
"კურიერის" ინფორმაციით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ამსტერდამიდან უკრაინაში 24 სექტემბერს ჩავიდა, რის შემდეგაც მას ქვეყანა არ დაუტოვებია და ბოლო 4 დღის განმავლობაში კურორტ ტრუსკავეცში იმყოფება", - აცხადებს ტელეკომპანია.
შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ უკვე საქართველოშია, შემდეგ კი ბათუმიდან ვიდეომიმართვაც გამოაქვეყნა.