საქართველოს მესამე პრეზიდენტი ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ის აცხადებს, რომ ბათუმში იმყოფება. მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ყველანი 2 ოქტომბერს არჩევნებზე უნდა წავიდეთ.
"ჩვენ უნდა მივიდეთ 2 ოქტომბერს, ყველამ მივცეთ ხმა და შემდეგ 3 ოქტომბერს შევიკრიბოთ, რუსთაველი, თავისუფლების მოედანი გავავსოთ. თუ 100 ათასი ადამიანი ვიქნებით, ვერავინ დაგვამარცხებს და საქართველო დაადგება ისევ განვითარების გზას. ეს სიღარიბე და საშინელება დასრულდება. აბა თქვენ იცით, თქვენს იმედზე ვარ. ხომ ხედავთ, ყველაფერი გავრისკე, ჩემი სიცოცხლე, თავისუფლებაც, ყველაფერი, რათა აქ ჩამოვსულიყავი. თქვენგან მხოლოდ ერთი რამ მინდა, მიდით არჩევნებზე, ნუ შეგეშინდებათ, ნუ ჩამოუშვებთ ხელებს, ყველაფერი გამოგვივა, აბა თქვენ იცით. მომავალ შეხვედრამდე, სულ მალე თბილისში" - აცხადებს ვიდეომიმართვაში მიხეილ სააკაშვილი.