ოპოზიციურმა პარტიებმა, არჩევნებამდე ორი დღით ადრე, შემაჯამებელი პრესკონფერენცია გამართეს, სადაც განცხადებები გააკეთეს "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ნიკა მელია, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ და ელენე ხოშტარიამ.
ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ამ ქვეყნის ხსნას კოალიციურ მმართველობაში ხედავს.
მისივე თქმით, 2 ოქტომბერს "ქართული ოცნება" დამარცხდება, მომავალ წელს დაინიშნება საპარლამენტო არჩევნები და ოპოზიციური პარტიების მიერ კოალიციური მთავრობა შეიქმნება.
"როგორც არასოდეს, დარწმუნებული ვარ, ქართველი ერი, მოსახლეობა არ დაუშვებს, რომ ხელისუფლებაში სამარადჟამოდ დარჩეს ადამიანი, რომელსაც არ აინტერესებს სახელმწიფო ინტერესები, არც ითვალისწინებს სახელმწიფო ინტერესები. ერთადერთი, ვინც აპირებს, რომ უსამართლოდ და ძალადობით შედეგები სხვადსხვა მანიპულაციების გზით არ დადგეს იმდაგვარი, როგორი ნებაც არსებობს საზოგადოებაში, ეს არის „ქართული ოცნება“. ამის საწინააღმდეგოდ შემუშავებული გვაქვს სხვადასხვა მექანიზმები, გათვალისწინებული გვაქვს წინა არჩევნების მანიპულაციები და დარღვევები, რომელსაც ადგილი ჰქონდა ხელისუფლების მხრიდან. ამაზე და არა მხოლოდ ამაზე, სხვა პოლიტიკურ საკითხებზეც გვინდა ძალიან გულწრფელად თითოეულმა ჩვენგანმა გაგცეთ პასუხი, ვინაიდან საზოგადოებაში არსებობს მაღალი ინტერესი ბევრი თვალსაზრისით", - განაცხადა ნიკა მელიამ.