ყველა მონაცემები მეტყველებს იმაზე, რომ ოპოზიცია 2 ოქტომბერს იმარჯვებს, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ გლდანში განაცხადა, სადაც მაჟორიტარობის კანდიდატ ელენე ხოშტარიასთან ერთად ამომრჩევლებთან დასკვნითი შეხვედრა გაიმართა.
"ჩვენ ყველაფერს დავდებთ 2 ოქტომბერს, რათა აი, ამ პატარა ბავშვების არ შეგვრცხვეს. ეს ვალდებულება გვაქვს. ეს თქვენ გლდანში შარშან დაამტკიცეთ, მთელი საქართველო დარწმუნდა იმაში, რა მოაქვს თავდადებასა და ერთგულებას. გლდანში შარშან თქვენ დაგიპირისპირდათ ყველა, ბიძინა ივანიშვილიც კი მოიყვანეს არჩევნებამდე ორი დღით ადრე. არ დარჩა ვითომ კრიმინალური ავტორიტეტი, რომელიც არ ჩაერთო საარჩევნო პროცესებში, არ დარჩა იარაღიანი ადამიანი, რომელმაც იარაღი არ გამოიტანა ოცნების სახელით და მშვიდობიან პატრიოტებს არ დაუმიზნა. მაგრამ პასუხი იყო ის, რა შედეგიც დადგა გლდანში. თქვენ მოუგეთ შარშან ივანიშვილს, ღარიბაშვილს, კობახიძეს, და ყველას. ეს მარცხი წელს უფრო მძიმე იქნება. ჩვენ არ გვაქვს, მეგობრებო, უფლება უკან დახევის. ყველა მონაცემები მეტყველებს იმაზე, რომ ოპოზიცია 2 ოქტომბერს იმარჯვებს,"- აცხადებს ნიკა მელია.
ფოტო: არქივი