17 სექტემბერს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი განიხილავს საკითხს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის' თავმჯდომარის, ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე.
მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრის მანდატის შეწყვეტა თავად ნიკა მელიამ მოითხოვა 29 ივლისის განცხადებით.
მელიას განცხადებით, მთლიანად ერთვება საარჩევნო კამპანიასა და რეფერენდუმში მონაწილეობის მისაღებად.
"რეფერენდუმში გამარჯვების შემდეგ ეს პარლამენტი დაიშლება და იქნება ქართველი ხალხის მიერ არჩეული ახალი ლეგიტიმური პარლამენტი. მე, ნიკა მელია ვტოვებ პარლემენტს, საპარლამენტო მანდატს, მაგრამ ჩემი პრინციპული თხოვნით, მიუხედავად წინააღმდეგობისა გუნდის შიგნით, ტექნიკურად და ფორმალურად ჩვენი მეგობრები ამ ეტაპზე პარლამენტში რჩებიან", - განაცხადა ნიკა მელიამ.
ნიკა მელიას სადეპუტატო უფლებამოსილება ორჯერ შეუწყდა. პირველად, 2019 წელს ბანკუ ქართუს გაკოტრების საქმესთან დაკავშირებით, მეორედ 2021 წლის თებერვალში, გენერალური პროკურორის მიმართვის საფუძველზე, მელიას უფლებამოსილება შეუჩერდა 19-20 ივნისის საქმესთან დაკავშირებით.