საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტზე, ერთი პირი ამხილეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, სამეწარმეო საქმიანობისთვის დადგენილი შესაბამისი გადასახადებისა და მოსაკრებლისათვის თავის არიდების მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკში ვალუტის გადამცვლელი პუნქტის სავალდებულო რეგისტრაციის გარეშე, ყაზბეგის რაიონში ახორციელებდა ეროვნული და უცხოური ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებს.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულ იქნა დიდი ოდენობით როგორც ქართული, ასევე უცხოური ვალუტა.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 1-დან 3 წლამდე ვადით.