უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ 4 ივლისის ღამეს უკრაინის შორ მანძილზე მოქმედი „სანქციები“ სანქტ-პეტერბურგის მახლობლად მუშაობდნენ.
მისი თქმით, დარტყმები უკრაინის საზღვრიდან 850 კილომეტრზე მეტ მანძილზე განხორციელდა.
"ღამით ჩვენი უკრაინული შორ მანძილზე მოქმედი „სანქციები“ რუსეთის წინააღმდეგ ომში კვლავ ამოქმედდა სანქტ-პეტერბურგის მახლობლად.
უკრაინის თავდაცვის ძალებმა დარტყმა განახორციელეს პორტის ნავთობის ინფრასტრუქტურაზე, რომელიც რუსეთის ომისთვის შემოსავლის ერთ-ერთ წყაროს წარმოადგენს. დარტყმების მანძილი უკრაინის სახელმწიფო საზღვრიდან 850 კილომეტრს აღემატება. ასევე დარტყმები განხორციელდა მნიშვნელოვან სამხედრო ობიექტზე კრონშტადტზე", - განაცხადა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, მანამდე რუსულმა მხარემ განაცხადა,რომ დრონებმა რუსეთის ლენინგრადის ოლქში მდებარე პორტს შეუტიეს .