გერმანიაში, ულტრამემარჯვენე პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ყრილობის წინ დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
გამოცემის ვნობით, გერმანიის ქალაქ ერფურტში ათასობით ადამიანი პარტია "ალტერნატივა გერმანიისთვის" (AfD)ს წინააღმდეგ გამოვიდა და მისი ყოველწლიური ყრილობის პარალელურად გზები გადაკეტა.
აქციის მონაწილეები, რომელთა შორის პროფკავშირების, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და მემარცხენე პარტიების წარმომადგენლები იყვნენ, ქალაქში მაშინ შეიკრიბნენ, როდესაც უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დიდი რაოდენობით პოლიციელი იყო მობილიზებული, მათ შორის გერმანიის სხვადასხვა რეგიონიდან ჩაყვანილი დამატებითი ძალებიც.
პოლიციის შეფასებით, ერფურტისა და მის შემოგარენში გამართულ საპროტესტო აქციებში დაახლოებით 15 000 ადამიანი მონაწილეობდა.
AfD-ის ორდღიან ყრილობაზე პარტიის დელეგატებმა ხელახლა აირჩიეს ორი თანათავმჯდომარე, რომელთა ხელმძღვანელობის პერიოდში პარტია გერმანიის პოლიტიკაში მნიშვნელოვან ძალად ჩამოყალიბდა.