მომრჩევლებს შევპირდით, რომ „ტესლას“ გავათამაშებდით. ზოგადად, ამომრჩევლის, მარტო ჩვენსას არა, ვინც არჩევნებზე მივიდოდნენ. ჩვენ ამ პროექტს ვაგრძელებთ, „ტესლას“ გავათამაშებთ იმ ხალხზე, რომელიც იყო 2020 წლის არჩევნებზე და ამის დამადასტურებელი სურათი აქვს საარჩევნო უბანთან გადაღებული , – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
იაგო ხვიჩია ამბობს, რომ პარტიას პოზიცია არ შეუცვლია, რადგან ამომრჩეველს დაჰირდნენ, რომ ამ ფულით „ტესლას“ გაათამაშებდნენ.
„ ჩვენ ისედაც არ ვაპირებთ ამ ფულის აღებას. ჩვენს ამომრჩევლებს შევპირდით, რომ „ტესლას“ გავათამაშებდით. ზოგადად, ამომრჩევლის, მარტო ჩვენსას არა, ვინც არჩევნებზე მივიდოდნენ. ჩვენ ამ პროექტს ვაგრძელებთ, „ტესლას“ გავათამაშებთ იმ ხალხზე, რომელიც იყო 2020 წლის არჩევნებზე და ამის დამადასტურებელი სურათი აქვს საარჩევნო უბანთან გადაღებული. ასევე ამ არჩევნებზეც ხალხს მისვლას და საარჩევნო უბანთან სელფის გადაღებას მოვუწოდებ, ასევე ატვირთვას საკუთარ „ფეისბუქის“ გვერდებზე აბრევიატურით, ჰეშთაგით „მოიგე ტესლა“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
ჩვენ მაინც არ ვიღებთ ამ ფულს. მხარს არ ვუჭერთ, რომ პოლიტიკურ პარტიებზე იხარჯებოდეს ბიუჯეტის ფულები, თუმცა გვესმის, რომ ამჯერად ალეკო ელისაშვილს და ლევან იოსელიანს არაფერი არ დაუშავებიათ. ჩვენგან განსხვავებით, მათ თავიდან არ ჰქონიათ გაცხადებული პოზიცია, რომ პოლიტიკური პარტია არ უნდა ფინანსდებოდეს ბიუჯეტიდან. ჩვენი პოზიცია უცვლელი რჩება, ვიდრე ბოიკოტი დაიწყებოდა, არჩევნებამდეც ვამბობდით, რომ „გირჩის“ პოლიტიკოსები არ დახარჯავდნენ საბიუჯეტო ფულს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
პარტია „მოქალაქეებს“ და „გირჩს“ სახელმწიფო დაფინანსება პირველი აგვიტოდან აღუდგებათ. შესაბამისი ცვლილებები მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ ორგანულ კანონში შედის, რომელიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენით განიხილა. კანონპროექტთან პრეტენზიები საპარლამენტო ოპოზიციის დიდ ნაწილს პრეტენზია არ აქვს და მხარს უჭერს. თუმცა ცვლილებას მხარს არ უჭერს „გირჩი“. ისინი მიიჩნევენ, რომ პარტიები სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ უნდა ფინანსდებოდნენ და ამ მექანიზმით სარგებლობას არ აპირებენ.