ლეგენდარული Château Pétrus-ის ერთი ბოთლი ღვინო, რომელმაც დედამიწის ორბიტაზე, საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ერთ წელზე მეტი გაატარა, აუქციონზე გაიყიდება.
აუქციონის სახლ Christie’s განცხადებით, ღვინის საწყისი ღირებულება 1 მილიონი დოლარი იქნება.
Space Cargo Unlimited-მა საერთაშორისო კოსმოსურს სადგურზე 12 ბოთლ იღვინო 2019 წლის ნოემბერში გაგზავნა. 400-ზე მეტი დღის განმავლობაში, ღვინის ბოთლებმა კოსმოსში 300 მილიონ კილომეტრზე მეტი გაიარეს და დედამიწაზე 2021 წელს დაბრუნდნენ.
ეს არის ერთადერთი ბოთლი, რომელიც გაიყიდება. სამი ბოთლი ღვინო გახსნეს დეგუსტაციისთვის, ხოლო დანარჩენი 8 ინახება შემდგომი კვლევებისთვის.
დედამიწაზე დაბრუნების შემდეგ, ბორდოს ღვინის ინსტიტუტის დეგუსტატორებმა ღვინო დააგემოვნეს და შეადარეს დედამიწაზე არსებულ იმავე ასაკის ღვინოებს.
"ჩემთვის რთულია იმის თქმა, უკეთესი იყო თუ უარესი, მაგრამ ეს ნამდვილად განსხვავებული იყო", - თქვა ერთ-ერთმა დეგუსტატორმა.
Château Pétrus-ი საფრანგეთში, ბორდოს რეგიონში მდებარეობს. სწორედ აქ იწურება მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი და ძვირადღირებული ღვინო, რომელიც ძირითადად სახელგანთქმული ფრანგული ყურძნის ჯიში მერლოსგან მზადდება, მცირე დოზით ურევენ კაბერნე ფრანსს.
Château Pétrus წელიწადში მხოლოდ 30 000 ბოთლ ღვინოს აწარმოებს და მისი პროდუქტი მუდმივად ყველაზე ძვირადღირებულია მსოფლიოში.