გვინეაში ებოლას ეპიდემია გამოცხადდა მას შემდეგ, რაც ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ჰემორაგიულ ცხელებას 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ეს ებოლას ვირუსით ადამიანის გარდაცვალების პირველი შემთხვევაა გვინეაში 2016 წლის შემდეგ.
იუწყებიან, რომ გარდაცვლილები და კიდევ 4 ინფიცირებული, ებოლას ვირუსით ერთ-ერთ მედდის დაკრძალვაზე დაინფიცირდნენ, გამოუვლინდათ რა დიარეა, პირღებინება და სისხლდენა.
გვინეის ხელისუფლება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისგან ებოლას ვაქცინის მიწოდებას ელოდება.
"ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია სრულ მზადყოფნაშია და მოლაპარაკებებს მართავს ვაქცინის მწარმოებლებთა რათა უზრუნველყოს საჭირო დოზების მაქსიმალურად სწრაფად მიწოდება გვინეისათვის", - განაცხადა WHO-ს წარმომადგენელმა გვინეაში.
ებოლას ყველაზე მასშტაბური ეპიდემიური აფეთქება 2013-2016 წლებში დაფიქსირდა, დაიწყო რა გვინეაში, მოიცვა დასავლეთ აფრიკის ნაწილი და საბოლოოდ 11 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
ებოლას ეპიდემიის საპასუხოდ, რომელიც ძირითადად გვინეასა და მის მეზობლებს ლიბერიასა და სიერა ლეონეს შეეხო, რამდენიმე ვაქცინა გამოიცადა, რომლებიც ასევე წარმატებით იქნა გამოყენებული კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში.
ებოლას ვაქცინა თავდაპირველად 2015 წელს წარმატებით გამოცადეს გვინეაში და 2019 წელს დაამტკიცეს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ და ამერიკის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ.
ებოლას ვირუსი 1976 წელს ზაირში აღმოაჩინეს.