წუხელ საქართველოში მიწისძვრა დაფიქსირდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 3.5 მაგნიტუდის მიწისძვრა თბილისის დროით 02:26 საათზე მოხდა, რომლის ეპიცენტრიც თბილისიდან – 59კმ. დაშორებით, წალკაში, სოფელი მამიშლართან დაფიქსირდა.