რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი ოფიციალური ვიზიტით თურქეთს ეწვია.
"ვიზიტის ფარგლებში რეგიონალური განვითარებისა და საგარეო ვაჭრობის სახელმწიფო მინისტრებს შევხვდები, ასევე შეხვედრას გავმართავთ ტრანსპორტის მინისტრთან, რომელთან ბაქო-თბილისი-ყარსი სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობის საკითხებს განვიხილავთ, კერძოდ კი თურქულ მხარეს 70 კილომეტრიან სარკინიგზო გზის და 4 კილომეტრიან გვირაბის მშენებლობის შესახებ ვისაუბრებთ", - აღნიშნა ნიკოლეიშვილმა.
ამასთან, თურქეთში ვიზიტის ფარგლებში მხარეები ორ ქვეყანასა და სახელმწიფო უწყებებს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებაზეც იმსჯელებენ.