თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის შემდეგ "უნიქარდის" საპარტნიორო პროგრამაში ნოებრიდან უკვე რუსთავიც ჩაერთვება.
კომპანიის ბიზნესის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელის ალექსანდრე ბერძენიშვილის განცხადებით, უნიქარდის ბარათები რუსთავში 1 ნოემბრიდან ამოქმედდება, პირველ ეტაპზე გაიხსნება 6-7 სერვის-პუნქტი, სადაც უნიქარდის ბარათის აღება და კონსულტაციების მიღება ნებისმიერს მსურველს შეეძლება. ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები კომპანიებთან.
აღსანიშნავია, რომ საწყისი ეტაპისთვის პარტნიორობისთვის მზად 30-მდე კომპანიაა, რომელთა რიცხვი დეკემბრის ბოლომდე კიდევ გაიზრდება.
უნიქარდმა 27 ოქტომბრამდე 70 ათასამდე საჩუქარი გასცა და პირველი სექტემბრიდან დღემდე 40 ათასზე მეტი ახალი მომხმარებელი შეიძინა. საჩუქრები მრავალფეროვანია და მომხმარებლის ყველა სეგმენტზეა გათვლილი. საჩუქრების ღირებულება 15 ქულიდან იწყება.
ეწვიეთ "უნიქარდის" პარტნიორ 900-მდე სავაჭრო ობექტს საქართველოს მასშტაბით და დააგროვეთ ქულები ბარათზე და მიიღეთ შესაბამისი
უნივერსალური დაგროვებითი ბარათი „უნიქარდი" ქართულ ბაზარზე 2010 წლის 7 აპრილს შემოვიდა. დღემდე გაცემულია 340 ათასზე მეტი ბარათი და „უნიქარდით" სარგებლობა 900-მდე ობიექტში არის შესაძლებელი.
„უნიქარდი" წარმოადგენს „უნივერსალ ქარდ ქორფორეიშენის" ბრენდს. ამ კომპანიის დამფუძნებლები ინგლისური საინვესტიციო ფონდი GML Capital-ის შვილობილი კომპანია Kazbeg Master Holding და საქართველოს მოქალაქეები არიან.
GML Capital არის მსხვილი საინვესტიციო ფონდი, რომელიც ახორციელებს სხვადასხვა ბიზნეს პროექტების დაფინანსებას აღმოსავლეთ ევროპის და კავკასიის რეგიონებში