საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებულმა ხვიჩა მღებრიშვილმა ოკუპირებული ცხინვალი დატოვა. ის ერგნეთის საგუშაგოზე ქართველ სამართალდამცველებს უკვე გადასცეს.
ხვიჩა მღებრიშვილს ერგნეთში ზეპირი გამოკითხვის შემდეგ კარანტინში გადაიყვანენ. ის ოჯახს საკარანტინო რეჟიმის გავლის შემდეგ დაუბრუნდება.
47 წლის ხვიჩა მღებრიშვილი რუსმა სამხედროებმა სამ ივლისს ე.წ. საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს. მას სამთვიანი წინასწარი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.