გორში, მშვიდობის ორ მოზარდ გოგოს ავტომანქანა დაეჯახა.
თვითმხილველების ცნობით, მოზარდები გზაზე გადადიოდნენ, როდესაც მათ "ბმვ"-ის მარკის ავტომანქანა დაეჯახა.
"საზოგადოებრივი მაუწყებლის" ინფორმაციით, ორივე მოზარდი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ერთი მათგანი გორის სამხედრო ჰოსპიტალშია მოთავსებული, ხოლო მეორე "გორმედში“.
ერთ-ერთი დაშავებული გოგოს მდგომარეობა მძიმეა, მეორეს კი მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება.