თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეს დღეიდან პროკურატურა გამოიძიებს. ბაჩალიაშვილების ოჯახის შეხვედრა პროკურატურაში ცოტა ხნის წინ დასრულდა.
თამარ ბაჩალიაშვილის დედამ შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, რომ გამომძიებლებს საქმის მასალების გასაცნობად 2 დღე დასჭირდებათ.
"მკვლელობის საქმეს გამოიძიებს პროკურატურა. 2 დღე უნდათ, რომ გაეცნონ გამომძიებლები მასალებს და ხუთშაბათს მოვალთ და ჩვენ თვითონაც, რა კითხვებიც გვექნება, ერთად დავჯდებით და განვიხილავთ," - აცხადებს თეონა თამაზაშვილი.