გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროში მინისტრის მოადგილეს ვლადიმერ ბორცვაძეს და შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს მამუკა ჭელიძეს შეხვდნენ.
"შევხვდით მინისტრის მოადგილეს ბატონ ვლადიმერ ბორცვაძეს და ამ შეხვედრას ესწრებოდა ბატონი მამუკა ჭელიძე. როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, უკვე სამინისტროს მხრიდანაც შეთავაზება არის ფედერალურ ბიუროსთან, გაიგზავნა, რომ არის მზაობა. ახლა მიდის ის პროცესი, თუ რაში იქნება თანამშრომლობა, რაში მიიღებენ მონაწილეობას. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი მოთხოვნა, რომ მაქსიმალურად იყოს გამოყენებული შესაძლებლობა, რომ როგორც ექსპერტიზის თვალსაზრისით, ასევე კითხვებზე ბოლომდე იყოს პასუხი გაცემული. აქედან გამომდინარე, ეს არ უნდა იყოს მოჩვენებითი პროცესი. უკვე მოთხოვნა გაგზავნილია ძალოვანი სტრუქტურებიდან FBI-ში. უკვე ჩვენ გავცვალეთ კომუნიკაციების საშუალებები ერთმანეთთან. უახლოეს დღეებში მოხდება ინფორმაციის გაცვლა. უკვე იწყება რეალურად ქმედებების განხორციელება", - თქვა რამიშვილმა.