დღეს, 19 ოქტომბერს, 15:00 საათზე, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და ევროკლიოში ასოცირებული საქართველოს ისტორიის მასწავლებელთა ასოციაციის ორგანიზებით, I საჯარო სკოლაში თბილისის კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების ისტორიის მასწავლებლებისთვის შემეცნებით-გასართობი პროგრამის - საბავშვო არქეოლოგიის - პრეზენტაციას გამართავს.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით და დაფინანსებით, კულტურული მემკვიდრეობის სფეროს პოპულარიზაციისა და კონკრეტულად მცხეთისა და მისი შემოგარენის შესახებ მეტი ინფორმირებულობის მიზნით, პირველად შეიქმნა საგანმანათლებლო პროგრმა, რომელიც სხვადასხვა ასაკის სკოლის აღსაზრდელისთვის არის განსაზღვრული და ქვეყნის უძველეს კულტურას, ღირებულებას, მნიშვნელობასა და მისი დაცვის აუცილებლობას ბავშვებს პატარა ასაკიდან აზიარებს.
პროგრამა ყოველ შაბათ-კვირას, წლიური კალენდრის დასვენების დღეებში და ზაფხულის არდადეგების პერიოდში განხორცილდება, რაც ხელს არ შეუშლის და მეტად მრავაფლეროვანს გახდის სასწავლო პროცესს.
პროექტი იუნესკოს მიერ დაცულ მსოფლიო მემკვიდრეობის საიტზე - სამთავროს არქეოლოგიურ ველზე _ პროფესიონალი არქეოლოგებისა და ისტორიკოსების მიერ ხორციელდება. ...