ფრანკფურტის მუსიკის აკადემიის დოცენტი, კლასიკოსი გიტარისტი ტარიელ სუარი 19 ოქტომბერს, თბილისში სოლოკონცერტს გამართავს. კონცერტი თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში, 17:00 საათზე დაიწყება.
ტარიელ სუარი ქართველი მსმენელის წინაშე არგენტინელი კომპოზიტორის ასტორ პიაცოლას თანამედროვე ტანგოს ნაწარმოებებით წარდგება.