თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმის გამოძიებაში დამოუკიდებელი ექსპერტები ჩაერთვებიან, - განაცხადა თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა.
მისი თქმით, გამოძიებაში დამოუკიდებელი ექსპერტები ჩაერთვებიან და მან თხოვნით უკვე მიმართა „ემპათიის“ ხელმძღვანელს მარიამ ჯიშკარიანს.
„ავტომობილში უკანა სავარძელზე იყო ახალგაზრდა ბავშვი. ექსპერტიზის წამომადგენლები არიან. ყველა იმ მოქმედებებს ახორციელებენ, რაც საჭიროა. ვინაიდან, მე თავად, გიორგი შაქარაშვილის საქმიდან გამომდინარე, ექსპერტების მიმართ სრულყოფილი ნდობა არ გამაჩნია, ჩვენი მხრიდან ჩაერთვებიან შესაბამისი ექსპერტები, დამოუკიდებელი ექსპერტები. საეჭვოა, არაფერი უღრანი ტყე არ არის დრონს რომ არ დაენახა. გამოძიებას ოჯახი უნდობლობას უცხადებს“, - განაცხადა რამიშვილმა.
თამარ ბაჩალიაშვილი 17 ივლისს, დილის 11 საათზე სახლიდან მანქანით გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა. მისი კვალი თეთრიწყაროს ერთერთ სოფელში წყდებოდა, სადაც ბოლოს სოფლის მცხოვრებლებმა ნახეს.
ის სამართალდამცველებმა 22 ივლისს თეთრიწყაროს ტყეში საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. დაუდასტურებელი ინფორმაციით, ბაჩალიაშვილის ცხედარა არა სამართალდამცავებმა, არამედ მწყემსმა აღმოაჩინა.
კიდევ ერთი დაუდასტურებელი ვერსიით, შესაძლოა ავტომანქანა, მისი აღმოჩენის ადგილზე, დღეს მიიყვანეს.
21 ივლისს ბაჩალიაშვილის ოჯახმა საპროტესტო აქცია გამართა და პოლიციას კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა მოსთხოვა. სამძებრო სამუშაოებში ვერტმფრენი 22 ივლისს ჩაერთო.