თბილისში საცხოვრებელი კორპუსის მე-9 სართულიდან შუა ხნის ქალი გადმოვარდა. ის ადგილზე გარდაიცვალა.
იუწყებიან, რომ ქალი აივანზე სარეცხს ფენდა, რა დროსაც ფეხი გაუცურდა და გადმოვარდა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.