ქობულეთში, მდინარე კინტრიშისა და ზღვის შესართავთან 20 წლის ახალგაზრდას ეძებენ.
გავრცელებული ცნობით, ზღვაში სამი ახალგაზრდა ბანაობდა, ორი მათგანი გამოყვანილია, ერთს კი ამ დრომდე ეძებენ.
სამძებრო სამუშაოებში ჩართულები არიან ქობულეთისა და ბათუმის მყვინთავები.
თავდაპირველი ცნობით, ზღვაში დაკარგული არასრულწლოვანი იყო, თუმცა მოგვიანებით ინფორმაცია დაზუსტდა და აღმოჩნდა, რომ ის 20 წლისაა.