დღეს, 17 ოქტომბერს, ვაჟა-ფშაველას სახელობის თელავის სახელმწიფო დრამატული თეატრი კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალით გაიხსნება.
თეატრის გახსნის შემდეგ პირველი სპექტაკლი, რომელიც თელავის თეატრში გაიმართება, იქნება "ეზოში ავი ძაღლია".
სპექტაკლებში თელაველი მსახიობების გარდა თბილისელი მსახიობებიც ითამაშებენ.
თეატრის შენობაში სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის გამო ერთი წლის განმავლობაში წარმოდგენა არ გამართულა.