მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის საბჭომ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების ჩამონათვალში შეიყვანა, ჩეხეთი საქართველოსა და კიდევ რამდენიმე ქვეყნისთვის საზღვარს არ გახსნის.
ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომლისთვისაც საზღვარი გაიხსნება. ეს ქვეყნებია: ავსტრალია, კანადა, იაპონია, მონტენეგრო, ახალი ზელანდია, სერბეთი, სამხრეთ კორეა და ტაილანდი.
პრაღის განცხადებით, სია ყოველ ორ კვირაში განახლდება და შესაძლოა, 15 ივლისის შემდეგ მოცემულობა შეიცვალოს.
ჩეხეთის ამ გადაწყვეტილებას ზურგს უმაგრებს ევროკავშირის საბჭოს განცხადება, რომლის მიხედვითაც უსაფრთხო ქვეყნების სია სარეკომენდაციოა და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ თავად გადაწყვიტონ, ვისთვის გახსნიან საზღვრებს.
ევროკავშირის საბჭომ ოფიციალურად გამოაქვეყნა იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომელსაც საზღვრებს 1-ლი ივნისიდან გაუხსნის.
ქვეყნების ჩამონათვალში 15 სახელმწიფო მოხვდა, მათ შორის საქართველო.
ეს ქვეყნებია: საქართველო, მონტენეგრო, სერბეთი, კანადა, ურუგვაი, ალჟირი, ტუნისი, მაროკო, რუანდა, ავსტრალია, ახალი ზელანდია, იაპონია, სამხრეთ კორეა, ტაილანდი და ჩინეთი. ამ უკანასკნელის შემთხვევაში, საზღვარი მხოლოდ იმ პირობით გაიხსნება, თუ ჩინეთ თავადაც იგივე გადაწყვეტილებას მიიღებს.