ევროკავშირის საბჭომ ოფიციალურად გამოაქვეყნა იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომელსაც საზღვრებს 1-ლი ივნისიდან გაუხსნის.
ქვეყნების ჩამონათვალში 14 სახელმწიფო მოხვდა, მათ შორის საქართველო.
ეს ქვეყნებია: საქართველო, მონტენეგრო, სერბეთი, კანადა, ურუგვაი, ალჟირი, ტუნისი, მაროკო, რუანდა, ავსტრალია, ახალი ზელანდია, იაპონია, სამხრეთ კორეა, ტაილანდი.
გარდა ამისა, სიაში გათვალისწინებულია ჩინეთი, რომელთანაც საზღვარი მხოლოდ იმ პირობით გაიხსნება, თუ თავადაც იგივე ნაბიჯს გადადგამს.
სიაში ვერ მოხვდნენ შეერთებული შტატები, ბრაზილია და რუსეთი.
ევროკავშირის საბჭოს განცხადებით, სია ორ კვირაში ერთხელ განახლდება და ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, შესაძლოა სხვა ქვეყნებიც დაემატოს, ან უკვე არსებული ქვეყნები გამოეთიშონ.
სიის ფორმირებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა მიენიჭა ქვეყნებში არსებულ ეპიდემილოგიურ ვითარებას და კორონავირუსის გავრცელების შემაკავებელი ზომებს.