14 მაისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 3.2033 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა, 3.2037 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში 0.04 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.4586 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.4779 ლარს შეადგენდა.
შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.93 თეთრი შეადგინა.
გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.4600 ლარს შეადგენს, ხოლო გაუფასურდა ფუნტი და 3.9138 ლარი
ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 15 მაისიდან შევა ძალაში.