13 მაისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 3.2037 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა, 3.2106 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში 0.69 თეთრი შეადგინა.
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.4779 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.4742 ლარს შეადგენდა.
შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.37 თეთრი შეადგინა.
გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.4587 ლარს შეადგენს, ხოლო გაუფასურდა ფუნტი და 3.9380 ლარი
ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 14 მაისიდან შევა ძალაში.