აზერბაიჯანი ტურისტული სეზონის გახსნისთვის ემზადება. აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ქვეყანა ტურისტების მიღებას კარანტინის დასრულების შემდეგ დაიწყებს. კარანტინი კი ქვეყანაში 31 მაისს სრულდება, შესაბამისად 1-ელი ივნისიდან აზერბაიჯანი ტურისტებისთვის ღიაა.