გავლენიანმა ბრიტანულმა გამოცემამ, Guardian-მა ლევან აკინის ფილმი "და ჩვენ ვიცეკვეთ" 2020 წლის ერთ-ერთ საუკეთესო ფილმად დაასახელა.
"ცეკვის სცენები ძლიერ დამაკმაყოფილებელია. საათობით შეიძლება მისი ყურება. ამ კინოსურათის ფიზიკურობა ამაღელვებელია", - წერს Guardian-ი.
წარმოშობით ქართველი რეჟისორის ლევან აკინის ფილმის - და ჩვენ ვიცეკვეთ/And Then We Danced - მსოფლიო პრემიერა კანის ფესტივალზე გაიმართა, სადაც კინოკრიტიკოსთა მოწონება და მაღალი შეფასება დაიმსახურა.
გასულ წელს, ფილმი ოდესის კინოფესტივალის გამარჯვებული გახდა, მთავარი როლის შემსრულებელი ლევან გელბახიანი კი საუკეთესო მსახიობად დასახელდა.
გარდა ამისა, ბოსნია და ჰერცეგოვინაში ლევან გელბახიანს გადაეცა კინოფესტივალის პრიზი "სარაევოს გული", რომელიც 2019 წლის 16-23 აგვისტოს გაიმართა.
ვალიადოლიდის საერთაშორისო კინოფესტივალზე, ლევან გელბახიანმა ფილმში და ჩვენ ვიცეკვეთ/And Then We Danced მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ჯილდო მიიღო.
ფილმი და ჩვენ ვიცეკვეთ/And Then We Danced კინოფესტივალის მთავარ საკონკურსო პროგრამაში იყო წარმოდგენილი.
2019 წლის 30 ოქტომბერს, ფილმი ჩიკაგოს კინოფესტივალის გამარჯვებული გახდა.
Guardian-ის რჩეული ფილმების სრული სია შეგიძლიათ ნახოთ აქ.