გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნებობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ სამელიორაციო-ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ქვეყნის მასშტაბით აქტიურად ახორციელებს.
ქობულეთის მუნიციპალიტეტში დამშრობ სისტემას რეაბილიტაცია უტარდება. ამჯერად სარემონტო-საექსპლუატაციო ღონისძიებები საბერიკაცოს მასივზე მიმდინარეობს.
ხე-მცენარეებისაგან და ნატანი მასისგან არხის 2600 მეტრიანი მონაკვეთი იწმინდება.
სამუშაოების შედეგად, არხის გამტარუნარიანობა გაიზრდება, რაც მუნიციპალიტეტში 40 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე სადრენაჟე მომსახურებას აღადგენს. აღდგენილი სისტემით დაახლოებით 150 ბენეფიციარი ისარგებლებს.
დამშრობ ქსელზე მიმდინარე სამუშაოებს კომპანია აპრილის ბოლოს დაასრულებს.