ბოლო 24 საათში აშშ-ში COVID-19-ით 1 736 ადამიანი გარდაიცვალა, რაც ქვეყანაში ეპიდემიის დაწყებიდან ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. მონაცემებს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი აქვეყნებს.
მანამდე გარდაცვალების შემთხვევათა რეკორდული მაჩვენებელი 4 აპრილს დაფიქსირდა, მაშინ ერთ დღე-ღამეში 1 344 პაციენტი გარდაიცვალა. შეერთებულ შტატებში ჯამში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 12 700-ს აჭარბებს.
ქვეყანას ყველაზე მეტი გარდაცვლილი ნიუ-იორკში ჰყავს, რომელიც ეპიდემიის ცენტრს წარმოადგენს. ამ დროისათვის აქ 4 009 ადამიანია გარდაცვლილი.
აშშ-ში COVID-19-ით 398 ათასი ადამიანია დაინფიცირებული, გამოჯანმრთელდა 22 ათასი პაციენტი.
ბოლო მონაცემებით, მსოფლიოშო ინფიცირებულთა რაოდენობა 1 431 375-ს შეადგენს, გარდაიცვალა 82 145 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 301 417 მოქალაქე.