მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილმა მოუწოდა მორწმუნეებს, ილოცონო სახლში და არა ეკლესიებში, რათა კორონავირუსის პანდემიის პირობებში, თავი დაიცვან ავადმყოფობისგან.
"მოგიწოდებთ, ჩემო ძვირფასებო, უახლოეს დღეებში, სანამ არ იქნება განსაკუთრებული საპატრიარქო კურთხევა, თავი შეიკავოთ ეკლესიებში სიარულისგან. თუ ვინმე რამეს გეტყვით, გაიხსენეთ მარიამ ეგვიპტელის მაგალითი", - თქვა პატრიარქმა.
მარიამ ეგვიპტელი წმინდანია, რომელმაც მრავალი წელი უდაბნოში მარტოობაში გაატარა.
კირილის თქმით, მისთვის არ იყო ადვილი ამ გადაწყვეტილების მიღება და გახმოვანება, რადგან "მთელი ჩემი ცხოვრება მივუძღვენი იმას, რომ ადამიანიებისთვის ტაძარში სიარულისკენ მომეწოდებინა".
რუსეთში ამ დროისთვის კორონავირუსული ინფექციის 1 500-ზე მეტი შემთხვევაა აღრიცხული. გარდაიცვალა 8 პაციენტი.