ზუგდიდის ივერიის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის სახელობის ტაძარი გაქურდეს. ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია Facebook-ის გვერდზე ავრცელებს.
ეპარქიის ცნობით, ტაძრიდან წაღებულია ჯვარი, ხატი და საცეცხლური.
"გაიძარცვა,ზუგდიდის ივერიის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარი, ტაძრიდან წაღებულია- ჯვარი,ხატი და საცეცხლური. თუ ვინმეს შეუნიშნავს მსგავსი ნივთები გთხოვთ,დაგვიკავშირდეთ შემდეგ ნომერზე: 571171707დეკანოზი გიორგი ქავთარაძე", - ნათქვამია განცხადებაში.