საშიშროება სერიოზულია, მომავალი ერთი თვე იქნება ძალიან რთული, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საქართველოს პირველ არხთან საუბარში განაცხადა.
მისი თქმით, ამ პერიოდის სირთულე ქვეყანაში უდიდეს დღესასწაულს უკავშირდება.
"საშიშროება სერიოზულია. მომავალი ოთხი კვირა, ერთი თვე იქნება ძალიან რთული. ამიტომ ყველამ დავიცვათ, ის, რასაც ჯანდაცვის უწყება და საქართველოს მთავრობა მოგიწოდებთ. ეს ოთხი კვირა, მომავალი ერთი თვე ემთხვევა ყველაზე უფრო დიდ დღესასწაულს ქვეყანაში, ამიტომ მიუხედავად ყველაფრისა, მიჭირს ამის თქმა ახლა მოსახლეობისთვის, მაგრამ უპირველეს ყოვლისა უნდა დავიცვათ ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობა, მათი სიცოცხლე.
მიუხედავად ყველაფრისა, უნდა დავემორჩილოთ მოწოდებებს და უნდა მივყვეთ რეკომენდაციებს, თუ არადა ამ ოთხი კვირის განმავლობაში დიდი საფრთხეა ქვეყანაში ფართომასშტაბიანი ეპიდემიის განვითარების“, - თქვა გამყრელიძემ.