იაპონია თანახმაა, ტოკიოს ოლიმპიური თამაშები ერთი წლით გადაიდოს. იტყობინება BBC-ი.
კორონავირუსის პანდემიის გათვალისწინებით, იაპონიის პრემიერ-მინისტრმა შინზო აბემ საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიადის ერთი წლით გადადების თხოვნით მიმართა.
ტოკიოს ოლიმპიადის ჩატარების საკითხი განსაკუთრებული კითხვის ნიშნის ქვეშ მას შემდეგ დადგა, რაც კანადამ და ავსტრალიამ განაცხადეს, რომ მასში მონაწილეობას არ მიიღებენ.
კანადის ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტს ოლიმპიური თამაშების გადადებისკენ მოუწოდა.
"მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვაცნობიერებთ თამაშების გადადებასთან დაკავშირებით გამოწვეულ სირთულეებს, არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე ჩვენი სპორტსმენებისა და მსოფლიო საზოგადოების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება”, - ნათქვამია კანადის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის განცხადებაში.
საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა განაცხადა, რომ მომდევნო 4 კვირის განმავლობაში მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას ოლიმპიადასთან დააკვშირებით.
ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიური თამაშები 24 ივლისიდან 9 აგვისტომდეა დაგეგმილი.