ამერიკული გამოცემის Bloomberg-ის ცნობით, დღეს დაგეგმილ პრესკონფერენციაზე შეერთებული შტატების პრეზიდენტი საგანგებო მდგომარეობას გამოაცხადებს.
ცოტა ხნის წინ, დონალდ ტრამპმა მიკრობლოგ "ტვიტერზე" დაწერა, რომ ვაშინგტონის დროით 15:00 საათზე (თბილისის დროით 23:00 საათზე) კორონავირუსთან დაკავშირებით საგანგებო პრესკონფერენციას გამართავს.
Bloomberg-ის ცნობით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ამერიკის ხელისუფლებას ფედერალურ რეზერვებთან ხელმისაწვდომობის საშუალებას მისცემს.
გარდა ამისა, ქვეყნის მასშტაბით მიღებული იქნება სხვადასხვა სახის ზომები კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით.