მჯერა, რომ აუცილებლად გადატყდება უმრავლესობა და გაიზიარებს ჩვენს წინადადებებს, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, ირმა ინაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, „პატრიოტთა ალიანსს“ აქვს კონკრეტული ინიციატივა, 135/15-ზე, დამატებით სავალდებულო მონაწილეობა არჩევნებში და ცვლილებები საარჩევნო კოდექსში.
„დარწმუნებული ვარ და მჯერა, რომ აუცილებლად გადატყდება უმრავლესობა და გაიზიარებს ჩვენს წინადადებებს, დანარჩენს უახლოესი დღეები გვაჩვენებს. მე არავის არაფერს ვუთანხმებ, ყველა იქცევა ისე, როგორც მიიჩნევს საჭიროდ. ჩვენ მთავარი ინტერესია, ქვეყანაში ჩატარდეს სამართლიანი, თავისუფალი არჩევნები, ამისთვის მნიშვნელოვანია დიალოგის ფორმატი და არ არის რესურსი ამოწურული. უნდა გაგრძელდეს ეს მოლაპარაკებები, უნდა გადატყდეს ხელისუფლება, უნდა გაიზიაროს ეს წინადადება აუცილებლად”, - განაცხადა ირმა ინაშვილმა.