ჩემს თავს ვეუბნები, როგორ ჰყვარებიხარ ღმერთს, რომ ამდენ განსაცდელს გივლენს - ამის შესახებ ჭყონდიდის ყოფილმა მიტროპოლიტმა პეტრე ცაავამ განუცხადა ჟურნალისტებს, მას შემდეგ, რაც იგი გვიან ღამით, მარტვილის საკათედრო ტაძარში მივიდა, სადაც სასულიერო პირები და მრევლი დახვდა, რომლებიც მხარდაჭერას უცხადებენ.
როგორც პეტრე ცაავამ ჟურნალისტებს განუცხადა, რჩება ეპარქიაში, დაელოდება მეუფე გრიგოლის ჩასვლას და ამის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებებს.
ჭყონდიდის ყოფილმა მიტროპოლიტმა აღნიშნა, რომ მისთვის მორიგი განსაცდელია, "რომელიც ისე უნდა გადალახოს, რომ ბოროტმა შეცდომა არ დააშვებინოს".
"არაერთგზის მითქვამს როგორც მოძღვარს და მღვდელთმოძღვარს, აი როცა ადამიანები ხშირად მრევლში მძიმე განსაცდელებს შეხვდებოდნენ ხოლმე, ვეუბნები როგორ ჰყვარებიხარ ღმერთს ამდენი განსაცდელი რომ გაქვს. ერთმა მითხრა, მეუფე არ მინდა ესეთი სიყვარული და შევეცადე, უფრო გაძლიერებულიყო რწმენაში.
ახლა ჩემს თავს ვეუბნები, როგორ ჰყვარებიხარ ღმერთს, რომ ამდენ განსაცდელს გივლენს და ძალას გაძლევს, გაუმკლავდე და ატარო ჯვარი. ღმერთს ვთხოვ, რომ ამ განსაცდელში ყველაფერი ისე გავაკეთოთ, როგორც იქნება საღმრთო ღვთისა და როგორც შეშვენის მწყემსს კეთილს, რომელმაც თავისი ცხვრებისთვის დასდოს სული.
ღმერთს ვთხოვ, რომ ამ განსაცდელში ყველაფერი ისე გავაკეთოთ, როგორც იქნება საღმრთო ღვთისა და როგორც შეშვენის მწყემსს კეთილს, რომელმაც თავისი ცხვრებისთვის დასდო სული.
ღმერთს ვთხოვ, რომ არ დავუშვათ შეცდომა და ყველაფერთან ერთად ჩვენი მართლმადიდებლობა დავიცვათ. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ბოროტმა არ დაგვაშვებინოს შეცდომა", - განაცხადა პეტრე ცაავამ.
შეგახსენებთ, გუშინ, 31 ოქტომბერს, საპატრიარქოში გამართულ წმინდა სინოდის სხდომაზე პატრიარქის წარდგინებით, სინოდმა ჭყონდიდელი მიტროპოლიტი მეუფე პეტრე მღვდელმთავრობიდან "განაყენა".
სინოდის სხდომიდან გამოსვლის შემდეგ, მეუფე პეტრემ განაცხადა, პატრიარქმა უსამართლოდ განაყენა მღვდელმთავრობიდან. პატრიარქის გადაწყვეტილების მიზეზად მეუფე პეტრემ საქართველოს ეკლესიაში ჰომოსექსუალიზმის მხილება დაასახელა.
"საქართველოს ეკლესიაში პიდარატიის მხილება, მამათმავლობის მხილებაა", - თქვა მეუფე პეტრემ.
ჟურნალისტების შეკითხვაზე, თუ ვინ ამხილა, მეუფე პეტრემ უპასუხა: "სინოდის თავმჯდომარე, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი. ერს ჰყავს პიდარასტიის, მამათმავლური ცოდვით შეპყრობილი თავმჯდომარე სინოდის თავმჯდომარე", - თქვა მეუფე პეტრემ.