პატრიარქმა უსამართლოდ განმაყენა მღვდელმთავრობიდან - ამის შესახებ ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა მეუფე პეტრემ სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„წმინდა სინოდმა მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება, პირადად პატრიარქმა უსამართლოდ განმაყენა მღვდემთავრობიდან“, – თქვა მეუფე პეტრემ და აღნიშნა, რომ განყენების მიზეზი მის მიერ „საქართველოს ეკლესიაში პიდარატიის მხილება, მამათმავლობის მხილებაა“.
ჟურნალისტების შეკითხვაზე, ვინ ამხილა, მეუფე პეტრემ უპასუხა: „სინოდის თავმჯდომარე, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი. ერს ჰყავს პიდარასტიის, მამათმავლური ცოდვით შეპყრობილი თავმჯდომარე სინოდის თავმჯდომარე“, - თქვა მეუფე პეტრემ.