შოტლანდიის უმაღლესმა სააპელაციო სასამრთლომ უკანონდ ცნო დიდი ბრიტანეთს პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის გადაწყვეტილება პარლამენტის მუშაობის შეჩერების თაობაზე.
ამავდროულად, ჯერჯერობით სასამართლოს არ მიუღია გადაწყვეტილება პარლამენტის მუშაობის შეჩერების დაუყოვნებლივ შეწყვეტის თაობაზე.
ამ გადაწყვეტილებით ედინბურგის სასამართლომ გააუქმა სასამართლოს ადრინდელი გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ სასამართლოებს არ აქვთ უფლებამოსილება, ჩაერიონ პარლამენტის მუშაობის შეჩერების პრემიერ-მინისტრის პოლიტიკურ გადაწყვეტილებაში.
ბრიტანეთის მთავრობა, ედინბუგრის სასამართლოს გადაწყვეტილებას გაერთიანებული სამეფოს უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებს.
ჯერჯერობით უცნობია, რა გავლენას მოახდენს ედინბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება პარლამენტის საქმიანობაზე და აღდგება თუ არა მისი მუშაობა.
შეგახსენებთ, გუშინ, ბრიტანეთის პარლამენტის მუშაობა ოფიციალურად შეაჩერა.
პარლამენტის მუშაობა 5 კვირის განმავლობაში იქნება შეჩერებული და ის მოლოდ 14 სექტემბერს განახლდება.
მანამდე პარლამენტმა კენჭი უყარა ვადამდელი არჩევნების შესახებ კანონპროექტს და მხარი არ დაუჭირა მას. შესაბასამისად, ფაქტობირვად გამოირიცხა შესაძლებლობა 31 ოქტომბრამდე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნისა.
ამავდროულად, გაერთიანებული სამეფოს დედოფალმა ელისაბედ მეორემ ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომელიც ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს ავალდებულებს, ევროკავშირთან შეუთანხმებლობის შემთხვევაში, ევროგაერთიანებას ბრექსიტის გადავადების თხოვნით მიმართოს.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ კანონპროექტს, რომელიც ლეიბორისტული პარტიის წევრის მიერ იყო ინიცირებული, ბრიტანეთის პარლამენტის ორივე, თემთა და ლორდთა პალატებმა დაუჭირეს მხარი.
შეგახსენებთ, პარლამენტის მუშაობის შეჩერების თხოვნით დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა დედოფალ ელისაბედ მეორეს მიმართა, რომელსაც ეს უკანასკნელი დათანხმდა.