დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დედოფალი ელისაბედ II დათანხმდა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის თხოვნას პარლამენტის მუშაობის შეჩერების შესახებ. ამ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს, რომელიც დედოფლის მრჩეველთა საბჭოს განცხადებას ეყრდნობა.
"მისი უდიდებულესობის ბრძანებით პარლამენტის მუშაობა 9-12 სექტემბრიდან 14 ოქტომბრამდე შეჩერდება", - ნათქვამია განცხადებაში.
ოპოზიციური პარტიები უკმაყოფილებას გამოთქვამენ პრემიერ-მინისტრის გეგმის გამო, რადგან მათი თქმით, პარლამენტის მუშაობის შეჩერება, არსებითად შეამცირებს შანსებს, რომ დეპუტატებმა ევროკავშირიდან შეთანხმების გარეშე ქვეყნის გასვლას ხელი შეუშალონ.
დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი 31 ოქტომბერს უნდა დატოვოს.