დიდი ბრიტანეთის ლორდთა პალატაში შეთანხმდნენ კანონპროექტის საბოლოო ტექსტზე, რომლის მიხედვითაც მთავრობა ევროკავშირის დატოვებას შეთანხმების გარეშე ვეღარ მოახერხებს და პრემიერ-მინისტრი ჯონსონი იძულებული იქნება, შეთანხმების არ არსებობის შემთხვევაში, ევროგაერთიანებას კიდევ ერთხელ მიმართოს თხოვნით ბრექსიტის გადადების თაობაზე.
იმისათვის, რომ ლორდთა პალატის მიერ მიღებული კანონპროექტი კანონად იქცეს, ის სამეფო ხელმოწერას, ანუ გაერთიანებულის სამეფოს დედოფლის თანხმობას საჭიროებს.
დოკუმენტის ტექსტის მიხედვით, იმ შემთხვევაში თუ ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლაზე შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა, ბრიტანეთმა ევროკავშირს ბრექსიტის 2020 წლის 31 იანვრამდე გადადება უნდა სთხოვოს.
გავრცელებული ინფორმაციით, დედოფალი ელისაბედი ლორდთა პალატის მიერ წარდგენილ კანონპროექტს ხელს 9 სექტემბერს მოაწერს.