დღეს პარლამენტმა კენჭი უყარა და მხარი დაუჭირა „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის პროექტს. სკოლებში გამოსაშვები გამოცდების გაუქმების შესახებ მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა დამტკიცდა.
კანონპროექტი პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე 80 ხმით მიიღეს, წინააღმდეგ 8 დეპუტატი წავიდა.
გასულ კვირას, პარლამენტში აღნიშნულ კანონპრექტს მესამე მოსმენით უყარეს კენჭი, თუმცა მან დეპუტატების მხარდაჭერა ვერ მოიპოვა. უმრავლესობის წევრები მიზეზად ტექნიკურ პრობლემას ასახლებდნენ.