მაჭახელას ხეობაში მიკროავტობუსი გზიდან გადავიდა და ხევში გადავარდა. აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ორი მგზავრი მსუბუქად დაშავდა.
მოქალაქეებს სამედიცინო დახმარება ადგილზე გაუწიეს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.